Belive

გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

16 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე, U16 საქართველოს გოგონათა ნაკრები C-დივიზიონის A-ჯგუფში იასპარეზებს. ჯგუფში საქართველოს მეტოქეები სომხეთი, აზერბაიჯანი და კვიპროსი იქნებიან. B-ჯგუფში კი მალტა, გიბრალტარი, მოლდოვა და ალბანეთი მოხვდნენ. ტურნირი 9-14 ივლისს, გიბრალტარში ჩატარდება.

რაც შეეხება 18 წლამდელებს - გოგონათა 18-წლამდელთა ნაკრები წლეულს ევრობასკეტის C დივიზიონში იასპარეზებს. ამ ტურნირში მონაწილეები იშვიათად იცვლება. მასში ის ქვეყნები ასპარეზობენ, რომლებშიც ქალთა კალათბურთი დიდად პოპულარული არაა. 7 ქვეყანა 2 ჯგუფში განაწილდა. საქართველო B ჯგუფშია ალბანეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. 18 წლამდე გოგონათა C დივიზიონს კოსოვო უმასპინძლებს.

gbf.ge