27 წლის ამერიკელ კალათბურთელს - მალკოლმ ბროგდონს, რომელიც "ინდიანას" რიგებში ირიცხება, კორონავირუსი დაუდგინდა.
ვირუსის მიუხედავად, ბროგდონი იმედოვნებს, რომ იგი NBA-ს განახლებისთანავე დაბრუნდება და პლეი-ოფების მატჩებს ითამაშებს.
"სამწუხაროდ დამიდგინდა Covid 19, კარგად ვარ, ეს ინფექცია ორგანიზმში უსიმპტომოდ მაქვს. რამდენიმე დღე კარანტინის პერიოდს გავივლი და ვიმედოვნებ, რომ NBA-ს პლეი-ოფების მატჩებში დავბრუნდები". - განაცხადა ამერიკელმა კალათბურთელმა.