Belive

გოგა ბითაძის გუნდი NBA-ში ცნობილია!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
21 ივნისი, დღე რომელსაც ყველა ქართველი და არაქართველი კალათბურთის გულშემატკივარი სულმოუთმენლად ელოდა, 2019 წლის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტის დღეა. ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, რომელიც "მწვანე ოთახში" გახლდათ მიწვეული, 2019 წლიდან კარიერას NBA-ში, კერძოდ კი "ინდიანა პეისერსის" რიგებში გააგრძელებს. გოგა ბითაძე პირველი რაუნდის მე-18 არჩევანი გახლდათ, ეს საქართველოს ისტორიაში მეორე საუკეთსო მაჩვენებელია. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე საუკეთესო მაჩვენებელი ნიკოლოზ ცქიტიშვილს ეკუთვნის, რომელიც 2002 წელს "დენვერ ნაგეთსმა" პირველი რაუნდის მე-5 პიკად აიყვანა. Live.ge ულოცავს ქართველი კალათბურთელს ამ უდიდეს მიღწევას და წარმატებებს უსურვებს ამერიკულ ასპარეზზე.  

სხვა სტატიები