NBA-ს რეგულარული სეზონი დღეს დაიწყო. პირველი შეხვედრები გამართეს "ტორონტო" - "ნიუ ორლეანსმა" (130:122) და "კლიპერსი" - "ლეიკერსმა" (112:102).
ჩვენს ყურადღებას იქცევს "ინდიანა პეისერსი", რომელმაც ზაფხულში დრაფტზე გოგა ბითაძე აიყვანა. ახალგაზრდა ქართველს ინდიანაში იმედიანად უყურებენ.
გოგას დებიუტი "ინდიანაში" "მინესოტასთან", პრე-სეზონის შეხვედრაში შედგა, სადაც მან 14 ქულა მოაგროვა. ახლა ბითაძე NBA-ში ოფიციალური დებიუტისთვის ემზადება.
ნეით მაკმილანის გუნდი სეზონის პირველ თამაშს ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 03:00-ზე, "დეტროიტთან" გამართავს.
უდიდესი ალბათობით, 20 წლის გოგა ბითაძის დებიუტი NBA-ში სწორედ "პისტონსთან" შეხვედრაში შედგება.