Belive

გოგა ბითაძე "მწვანე ოთახში" მიიწვიეს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
21 ივნისს, თბილისის დროით 03:00 საათზე (შუაღამე) ნიუ იორკში - "ბრუკლინ ნეთსის" არენაზე გაიმართება 2019 წლის NBA-ის დრაფტი, რაც გულისხმობს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოქმედი გუნდების მიერ ახალგაზრდა კალათბურთელების არჩევას. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართველი გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში იყო ინფორმირებული, რომ ჩვენი თანამემამულე ცენტრი გოგა ბითაძე მოწინავე პოზიციებში იქნება დრაფტის დროს. ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2019 წლის დრაფტის ორგანიზატორებმა გოგა ბითაძე "მწვანე ოთახში" მიიწვიეს, რაც გოგას არჩევას პირველ რაუნდში უფრო ამყარებს. (მწანე ოთახი - გოგა იჯდება ისეთ ადგილას, სადაც მხოლოდ 20 (მაქსიმუმ) კალათბურთელს, აქვს უფლება რომ იყოს საკუთარ ოჯახის წევრებსა და აგენტთან ერთად). Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ კალათბურთელს.

სხვა სტატიები