Belive

გოგა ბითაძის 14 მოხსნა უორიორსთან | ორლანდოს წაგებათა სერია გრძელდება

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

კიდევ ერთი შეხვედრა NBA-ის რეგულარულ სეზონში, რომელშიც ქართველი მონაწილეობდა - "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" საკუთარ არენაზე "ორლანდო მეჯიქი" მიიღო და 104:99 დაამარცხა. ორლანდო სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით, ცუდ თამაშს აჩვენებს, მათ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა დათმეს, საერთო ჯამში კი, ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგეს.

გოგა ბითაძე ისევ მეჯიქის ძირითადი ხუთეულის წევრი იყო და მწვრთნელისგან 20 წუთი მიიღო (ვენდელ კარტერმა უფრო მეტი, 27 წუთი ითამაშა). გოგას სროლები არ წაუვიდა, 8-დან მხოლოდ 2 ჩაგდებული ბურთი თამაშიდან და 5-დან 2 საჯარიმოს ხაზიდან - საერთო ჯამში 6 ქულა მოუგროვდა, სამაგიეროდ 14-ჯერ მოხსნა ბურთი, ჰქონდა 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება. ვენდელ კარტერმა 7 წუთით მეტი ითამაშა და 6 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ სტეფ კარიმ 12-ჯერ ისროლა სამქულიანი, თუმცა მხოლოდ 2-ის ჩაგდება მოახერხა - სტეფს 24 ქულა მაინც შეუგროვდა.

ორლანდოს შემდეგი თამაში სტუმრად, "საკრამენტო კინგსთან" ელის.

სხვა სტატიები