Belive

გოგა ბითაძემ 20 წუთი ითამაშა | ორლანდომ შარლოტს აჯობა

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მე-19 დაპირისპირებაში "შარლოტ ჰორნეტსმა" "ორლანდო მეჯიქი" მიიღო და 11-ქულიანი სხვაობით, 84:95 დამარცხდა. ორლანდოსთვის ეს მიჯრით მესამე გამარჯვება იყო.

ორლანდოს 3 ლიდერი აკლია, ბანკერო და კარტერი გუნდს უკვე დიდი ხანია ვერ ეხმარებიან, მათ რიგებს შეუერთდა საგსიც. ვენდელ კარტერის არყოფნაში ძირითადი ხუთეულიდან იწყებს გოგა ბითაძე და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა - ქართველმა პარკეტზე 21 წუთი გაატარა და ამ დროში 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გოგას 1 დაფარება და 1 ჩაჭრაც ჰქონდა.

გამოსარჩევია შარლოტის გამთამაშებლის, 23 წლის ლამელო ბოლის თამაში, რომელმა ორლანდოს 44 ქულა ჩაუგდო, წინა შეხვედრაში კი "მილუოკისთან" ასეთი ორმაგი შეასრულა: 50 ქულა და 10 ასისტი.

ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე გუნდია - მეჯიქს 12 მოგება და 7 წაგება აქვს.

სხვა სტატიები