გოგა ბითაძე მოხსნებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო
3 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "შარლოტ ჰორნეტსი" 104:111 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ 21:43 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 32 პაოლო ბანკერომ ჩააგდო, 26 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს.
"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 35 მოგებით და 38 მარცხით მე-8 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 28 მარტს "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ გამართავს.