Belive

"გოგა ბითაძე ფინიქს სანსში გადასვლის რეალური კანდიდატია" - Bleacher Report

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ში 8 თებერვალს სატრანსფერო ფანჯარა იხსნება, Bleacher Report გუნდებში შესაძლო ცვლილებზე წერს, ერთ-ერთი ასეთი გაცვლა შესაძლოა "ორლანდო მეჯიქის" ცენტრი გოგა ბითაძე იყოს, ის "ფინიქს სანსში" მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატია.

გამოცემის ცნობით "ფინიქსში" ტრავმებთან ერთად დიდი იმედგაცურებაა და ამ დანაკარგების აღმოსაფხვრელად ახალი კადრების დამატება გახდება საჭირო, გუნდისთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელია სავაჭრო სეზონზე რაიმეს გაკეთება, მას შემდეგ რაც მათ ამდენი აქტივი შესწირეს კევინ დურანტს და ბრედლი ბილს.

Bleacher Report-მა NBA-ს თითოეული გუნდის სამი ძირითადი სავაჭრო მიზანი გამოკვეთა გუნდის საჭიროების და რეალისტური ბიუჯეტის მიხედვით. "სანსს" შეუძლია მცირე ცვლილება შეიტანოს გუნდში კონკრეტულ პოზიციაზე, ისინი ფოკუსირებულნი უნდა იყვნენ გამთამაშებლის და ცენტრის პოზიციებზე - ანუ გამოვრიცხოთ კევინ დურანტის, დევინ ბუკერის და ბრედლი ბილის შემცვლელები. "ფინიქსს" შეუძლია დაიმატოს ისეთი მოთამაშე როგორიც გოგა ბითაძეა, მონტე მორისი ან თი ჯეი მაკკონელი.

ბითაძეს, შესაძლოა მათგან ყველაზე კარგი შანსი ჰქონდეს, რომ "ფინიქს სანსში" გადავიდეს, რადგან მას შეუძლია კარგად იმოძრაოს ფარქვეშ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და ისროლოს სამქულიანები პერიმეტრიდან.

სხვა სტატიები