გიორგი შერმადინი მატჩში საუკეთესო იყო
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში "ტენერიფე" "ბასკეტ ჟირონა" 100:80 დაამარცხა.
გიორგი შერმადინი მატჩში საუკეთესო იყო და ორმაგი დუბლიც მიითვალა, ქართველმა ცენტრმა 17:26 წუთში 24 ქულა (9-დან 8 ორქულიანი, 12-დან 8 საჯარიმო), 11 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მეორე ყველაზე შედეგიან კალათბურთელებს 13-13 ქულა ჰქონდათ, ასეთი კი 4 მოთამაშე იყო: ხოსეპ ბუსკეტსი, დავიდ კრამერი, ხუან ფერნანდესი და ბრუნო ფიტიპალდო.
"ტენერიფეს" ესპანეთის ACB ლიგაში 24 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა (12 მოგება, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 26 იანვარს "გრან კანარიას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.