ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორი ქართველია წარმოდგენილი - გოგა ბითაძე (ინდიანა პეისერსი) და სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი ბაქსი). მამუკელაშვილი, რომელიც NBA-ს 2021 წლის დრაფტიდან შეუერთდა, საკუთარ თამაშებს ძირითადად განვითრების (G ლიგა) ლიგაში ატარებს, სადაც "ვისკონსინ ჰერდის" რიგებს იცავს.
ქართველმა ლეგიონერმა NBA-ში "მილუოკის" რიგებში 37 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ პარკეტზე 9 წუთს ატარებდა, მისი საშუალო შედეგიანობა ასეთია - 3.1 ქულა, 1.8 მოხსნა და 0.4 შედეგიანი გადაცემა.
რაც შეეხება G ლიგას, ამ დროისათვის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის 2021/22 წლების სეზონი უკვე დასრულდა.
გთავაზობთ სანდრო მამუკელაშვილის სტატისტიკას "ვისკონსინ ჰერდის" რიგებში: