ფილადელფიამ მაიამის მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ინის შეხვედრაში ,,ფილადელფია სიქსერსმა'' ,,მაიამი ჰიტს'' უმასპინძლა და 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 105:104 დაამარცხა. შედეგად, ნიკ ნურსის გუნდმა პლეი-ოფის საგზური გაიფორმა.
,,ფილადელფიას'' 23 ქულით, 15 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ჯოელ ემბიდმა ულიდერა. 20 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება იყო ნიკოლა ბატუმის ანგარიშზე.
,,მაიამის'' რიგებში 25 ქულით, 9 ასისტითა და 2 მოხსნით ტაილერ ჰიროუ გამოირჩა.
,,ჰიტს'' პლეი-ოფში გასვლის შანსი ისევ აქვს, ამისთვის ფლორიდულ გუნდს შაბათს ,,ჩიკაგო ბულის'' დამარცხება მოუწევს, რომელმაც დღეს პლეი-ინის მეორე მატჩში ,,ატლანტა ჰოუქსს'' მოუგო.
𝘾𝙇𝙄𝙉𝘾𝙃𝙀𝘿.#ForTheLoveOfPhilly | @betPARX pic.twitter.com/7RjFB5bJCd
— Philadelphia 76ers (@sixers) April 18, 2024