FIBA Power Rankings | საქართველო 18 საფეხურით დაქვეითდა
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 2 ეტაპის გასვლის შემდეგ, ევროპული ნაკრებების ძალთა თანაფარდობის (Power Rankings) რეიტინგი განახლდა, სადაც საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ორი მარცხის გამო 18 საფეხურით დაქვეითდა, პირველ ადგილს კი თურქეთი იკავებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე საქართველო მე-10 პოზიციას იკავებდა, მაგრამ მას შემდეგ ჩვენი ნაკრები ჯერ უკრაინასთან, ხოლო შემდეგ ესპანეთთან დამარცხდა.
FIBA-მ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე ასეთი რამ დაწერა:
მოდით, უბრალოდ უგულებელვყოთ ანგარიში და ყურადღება გავამახვილოთ საქართველოდან გულისამაჩუყებელ ამბებზე. გიორგი შერმადინი, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურს ორი ათწლეულის განმავლობაში ირგებდა, ყველაფერი დაასრულა. ძალიან უცნაური იქნება როდესაც მომავალში 9-ნომრიან მაისურში სხვა კალათბურთელს ვიხილავთ. ისიამოვნე კარიერის დასრულებით, გიო! - FIBA
სრულად 32-გუნდიან რეიტინგს რაც შეეხება, ცხრილი ასე გამოიყურება:
თურქეთი
გერმანია
საბერძნეთი
სერბეთი
ესპანეთი
პოლონეთი
ხორვატია
უკრაინა
უნგრეთი
ჩეხეთი
იტალია
ფინეთი
ლიეტუვა
საფრანგეთი
პორტუგალია
სლოვენია
ნიდერლანდები
ესტონეთი
ისლანდია
ლატვია
მონტენეგრო
დიდი ბრიტანეთი
ბოსნია ჰერცეგოვინა
შვედეთი
ისრაელი
ბელგია
დანია
საქართველო
შვეიცარია
ავსტრია
რუმინეთი
კვიპროსი
FIBA-ს გვერდზე ასევე წერია, რომ ძალაუფლების რეიტინგი სრულიად სუბიექტურია და არანაირად არ წარმოადგენს ნამდვილ, ზუსტ რეიტინგის სისტემას. შედგენილია სტატიის ავტორის მიერ.
🇹🇷 NEW NUMBER 1 ALERT 🇹🇷
— FIBA Basketball World Cup 🏆 (@FIBAWC) December 3, 2025
📊 Full rankings: https://t.co/F2edr0jt5Z pic.twitter.com/1dQfgaruML