Belive

ევრობასკეტის სათამაშო დღის დასასრული საინტერესო აღმოჩნდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ახლახანს დასრულდა დღევანდელი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრები ევრობასკეტზე, სადაც სერბებმა ფინელები დამაჯერებლად 100:70 დაამარცხეს. იტალიამ კი მილანში უკრაინის წინააღმდეგ ითამაშა და აღნიშნულ შეხვედრაში დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, სადაც ლიდერი არაერთხელ შეიცვალა. მატჩის საწყის წუთებში იტალიელები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა, უკრაინელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფეხდაფეხ მისდევდნენ. საბოლოოდ ბაგაცკისის გუნდმა მოახერხა და მატჩის სადავეები ხელთ იგდო, რის შემდეგაც იტალიას ახლოს მისვლის საშუალება აღარ მისცა. საბოლოოდ უკრაინამ ეს შეხვედრა 84:73 მოიგო და C ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

სხვა სტატიები