Belive

ევრობასკეტის C ჯგუფი | საბერძნეთმა და ესპანეთმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

2025 წლის ევრობასკეტის მე-2 სათამაშო დღე C ჯგუფში დასრულდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს.

დღეს, ესპანეთმა ბოსნია ჰერცოგოვინა 21-ქულიანი სხვაობით 87:66 დაამარცხა. მატჩში 19 ქულით საუკეთესო იყო სანტი ალდამა, 16 ქულა ჩააგდო ვილი ერნანგომესმა.

ამავე ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, საბერძნეთმა კვიპროსი იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე 69:96 გაანადგურა. ყველაზე მეტი თანაბრად 18-18 ქულა ტაილერ დორსიმ და კონსტანტინოს მიტოღლუმ ჩააგდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიასთან 78:62 დამარცხდა.

2 ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას, ხვალ საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები