Belive

ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ბერლინში, “Verti Music Hall”-ში გამართული წილისყრის შედეგად, ევრობასკეტ 2022-ზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მეტოქეების ვინაობა გახდა ცნობილი. გერმანიაში მოქმედი კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, წილისყრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. წილისყრას ევრობასკეტ 2022-ის 4 მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი და მიწვეულ პირთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრო. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები A-ჯგუფში ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ იასპარეზებს.
111
შეგახსენებთ, FIBA EuroBasket 2022 1-18 სექტემბერს გაიმართება. ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), თბილისი (საქართველო) და პრაღა (ჩეხეთი) უმასპინძლებს. ევრობასკეტის ფინალური ფაზა ბერლინში (გერმანია) გაიმართება.  

სხვა სტატიები