Belive

Eurobasket-მა შენგელია აღიარა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
Eurobasket-მა თორნიკე შენგელია ევროპის 5 საუკეთესო კალათბურთელს შორის დაასახელა. საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" ლიდერზე Eurobasket წერს, რომ ის ძალისმიერი კალათბურთის მოყვარულია. 2017-18 წლების სეზონში საშუალოდ 23 წუთსა და 30 წამს თამაშობდა და 13,7 ქულას, 6.1 მოხსნასა და 2.2 გადაცემას აგროვებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შენგელია "ბასკონიას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა. ქართველთან ერთად ხუთეულში ბერძენი, "პანათინაიკოსის" მოთამაშე ნიკ კალატესი, ესპანეთის ნაკრებისა და "რეალის" კალათბურთელი სერხიო ლული, მოსკოვის "ცსკასა" და საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლოიდერი, ნანდო დე კოლო და მოსკოვის "ხიმკის" და რუსეთის ნაკრების მოთამაშე ალექსეი შვედი მოხვდნენ.

სხვა სტატიები