,,EUROBASKET'' | კალათბურთელები, რომლებმაც ევრობასკეტზე გაიბრწყინეს
Eurobasket 2022 ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. FIBA-ს ოფიციალურმა საიტმა კი ევრობასკეტის დასრულების შემდეგ სტატია გამოაქვეყნა, სადაც გამორჩეულია რამდენიმე მოთამაშე, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინეს.
წარმოგიდგენთ ცხრა მოთამაშეს, რომლებიც FIBA Eurobasket 2022-ზე გამოჩნდნენ და მომავალში უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ვილი ჰერნანგომესი (ესპანეთი)
ასაკი: 28 წლის
სიმაღლე: 2 მეტრი და 9 სანტიმეტრი
კლუბი: "ნიუ ორლეანს პელიკანსი"
ვილი ჰერნანგომესმა ესპანეთის ჩემპიონობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. ევროპის ჩემპიონატზე მისი საშუალო სტატისტიკა 17.2 ქულა, 6.9 მოხსნა და 1.1 შედეგიანი გადაცემა იყო. სწორედ ამ დიდებული ევრობასკეტის ფინალში, მან კუთვნილი ჯილდო მიიღო და გახდა 2022 წლის ევრობასკეტის MVP (საუკეთესო მოთამაშე).
მატეუშ პონიტკა (პოლონეთი)
ასაკი: 29 წლის
სიმაღლე: 1 მეტრი და 98 სანტიმეტრი
კლუბი: "პანათინაიკოსი" (ევრობასკეტის შემდეგ გადავიდა).
პოლონეთმა ევრობასკეტ 2022-ზე მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. პონიტკა კი ამ სანახაობის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. პონიტკამ პოლონეთის ნაკრებს აშკარად ულიდერა. მან საოცარი მატჩი ჩაატარა 1/4 ფინალში სლოვენიის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც სამმაგი დუბლი შეასრულა: 26 ქულა, 16 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.
საერთო ჯამში, ის საშუალოდ 13.4 ქულას, 5.7 შედეგიან გადაცემას, 5.3 მოხსნას და 1.6 ჩაჭრას აგროვებდა. ევრობასკეტის დასრულების შემდეგ, 29 წლის პოლონელმა კალათბურთლმა კონტრაქტი "პანათინაიკოსთან" გააფორმა.
გერშონ იაბუსელე (საფრანგეთი)
ასაკი: 26 წლის
სიმაღლე: 2 მეტრი და 3 სანტიმეტრი
კლუბი: მადრიდის "რეალი"
იაბუსელემ თავის პირველ ევრობასკეტზე თავი დიდებულად წარმოაჩინა, თუმცა საფრანგეთის ნაკრებში ეს მისი დიდი პირველი შეჯიბრი არ ყოფილა. მან უკვე ითამაშა გასულ ზაფხულს ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადაზე.
იაბუსელი იყო საფრანგეთის მეორე მთავარი შემტევი ევან ფურნიეს შემდეგ. მას თამაშში საშუალოდ 14,8 ქულა ჰქონდა. 26 წლის კალათბურთელი ასევე გამორჩეული იყო ფარზე, საშუალოდ 3.8 მოხსნა, მათ შორის 1.1 მოხსნა მეტოქის ფარზე და 2.0 შედეგიანი გადაცემა.
მაოდო ლო (გერმანია)
სიმაღლე: 1 მეტრი და 92 სანტიმეტრი
კლუბი: "ალბა ბერლინი"
ლოს კარგი თამაში გერმანელთათვის უცხო არ უნდა იყოს, რადგან იგი ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში თამაშობდა გერმანიის სამ ყველაზე ძლიერ კლუბში, "ბამბერგში", "მიუნხენის ბაიერნში" და "ალბა ბერლინში".
29 წლის ლომ მესამე ევრობასკეტი ითამაშა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 11.4 ქულა, 2.4 შედეგიანი გადაცემა და 1.7 მოხსნა იყო. ლომ აჩვენა, რომ შეუძლია ნიჭიერი გერმანიის ნაკრების დამოუკიდებლად ხელმძღვანელობა და შროდერთან ერთად უკნიდან თამაში. ლოს წინ რამდენიმე წელი აქვს მაღალი დონის კალათბურთის თამაშისთვის და ეს ევრობასკეტი მას მხოლოდ მეტ თავდაჯერებულობას შესძენს.
ტერი ტარპი (საფრანგეთი)
ასაკი: 28 წლის
სიმაღლე: 1 მეტრი და 95 სანტიმეტრი
კლუბი: "ლე მანსი"
ტარპი "უცნობებიდან" ერთ-ერთ ნამდვილ ლიდერად იქცა უძლიერესი სახელებით სავსე საფრანგეთის ნაკრებისთვის. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა - ევან ფურნიემ ტურნირის დროს აღიარა, რომ როდესაც 17-კაციანი საწვრთნელი გუნდის შემადგენლობა დასახელდა, დარწმუნებული იყო, რომ ტარპი ევრობასკეტზე ვერ მოხვდებოდა. მაგრამ, 28 წლის ფრანგმა ყველაზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა. ეფექტურობა და შავი სამუშაოს შესრულების სურვილი - ის, რაც ფურნიემ თქვა, იყო მაგალითი, რომელსაც ყველა ფრანგი მოთამაშე უნდა მიჰყვეს.
ტარპს არ ჰქონია საოცარი სტატისტიკა - იგი საშუალოდ 5.4 ქულას, 4.3 მოხსნას, 1.6 შედეგიან გადაცემასა და 1.7 ჩაჭრას აგროვებდა. ტარპი ნამდვილად იყო ევრობასკეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა და საინტერესო იქნება იმის ყურება, თუ როგორ გაგრძელდება მისი მომავალი ეროვნულ ნაკრებში.
ანდრეას ობსტი (გერმანია)
სიმაღლე: 1 მეტრი და 91 სანტიმეტრი
კლუბი: "მიუნხენის ბაიერნი"
"სნაიპერი" - ეს საუკეთესო საშუალებაა ობსტის აღსაწერად. გერმანელმა აჩვენა ევრობასკეტზე, თუ რატომ უნდა დაგეგმონ მოწინააღმდეგე ნაკრების მწვრთნელებმა მისი პირადი აყვანა. ობსტმა ევრობასკეტზე 3-ქულიანები 48% პროცენტით ისროლა.
26 წლის კალათბურთელი საშუალოდ 11,6 ქულას აგროვებდა, ხოლო 2-ქულიანებს კი 58%-ით ესროდა. "ბაიერნის" მცველმა ასევე აჩვენა, რომ ის არ არის მხოლოდ მსროლელი, არამედ შეუძლია მკაცრი დაცვის თამაში. მან სროლებს თამაშში საშუალოდ 2.4 მოხსნა, 0.8 შედეგიანი გადაცემა და 0.7 ჩაჭრა მიამატა.
სანდრო მამუკელაშვილი (საქართველო)
ასაკი: 23 წლის
სიმაღლე: 2 მეტრი და 11 სანტიმეტრი
კლუბი: "მილუოკი ბაქსი"
თორნიკე შენგელიას ტრავმის გამო, ცხადი იყო, რომ მამუკელაშვილს ბევრად უფრო უნდა მოენდომებინა და საქართველოს ნაკრების ლიდერი გამხდარიყო.
რასაც მისგან მწვრთნელი ითხოვდა, ზუსტად იგივე გააკეთა 23 წლის დიდმა კაცმა. მამუკელაშვილს NBA-ში, გასულ სეზონში 41 მატჩში საშუალოდ მხოლოდ 3.8 ქულა და 2.0 მოხსნა ჰქონდა. მაგრამ ქართველ გულშემატკივრებს სურდათ ამ ზაფხულს დაენახათ "ცეცხლოვანი" მამუკელაშვილი საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ, 2018 წლის შემდეგ პირველად. მამუკელაშვილი საკუთარ ნაკრებს ლიდერობდა ქულებით (15.2 ქულა) და მოხსნაში (11.0 მოხსნა - მე-2 ადგილი შეჯიბრში), ხოლო პერიმეტრიდან 33%-ით ესროდა და საშუალოდ 2.4 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. მამუკელაშვილისთვის ნაკრებში მომავალი ნათელია.
მარკო სპისუ (იტალია)
სიმაღლე: 1 მეტრი და 84 სანტიმეტრი
კლუბი: "ვენეცია"
იტალიის ეროვნულ ნაკრებში სახელებით უფრო დიდი მოთამაშეები თამაშობენ, ვიდრე მარკო სპისუ. თუმცა გუნდი 1/4-ფინალში ვერ გავიდოდა რომ არა ეს მოთამაშე. ის აგროვებდა 8,9 ქულას მატჩში - მათ შორის 54%-იანი სიზუსთის ისროდა სამქულიანებს, ხოლო 4,4 შედეგიან გადაცემას აკეთბდა.
27 წლის კალათბურთელმა მის ძალიან კარგ მატჩებს, საშუალოდ 2,7 მოხსნა და 0,6 ჩაჭრა მიუმატა. სპისუ იყო ჯანმარკო პოცეკოს გუნდის წამყვანი ლიდერი და ასევე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მოთამაშეებს, რომ გამოიყენონ FIBA-ს სანაკრებო შეჯიბრები და გახდნენ გუნდის ლიდერები.
ალბერტო დიასი (ესპანეთი)
სიმაღლე: 1 მეტრი და 85 სანტიმეტრი
კლუბი: "უნიკახა"
დიასი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლიათ "დიდ" საკალათბურთო ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, კარგად გამოიყენონ სანაკრებო შეჯიბრები, რადგან მისცენ შანსი ისეთ კალათბურთელებს, რომლებიც არ არიან ძალიან გამოცდილები.
დიასმა 2014 წლის FIBA U20 ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრებთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა. 28 წლის კალათბურთელი ახლა ევრობასკეტის ჩემპიონია. მიუხედავად იმისა, რომ 17 წუთში მხოლოდ 5,7 ქულა, 1,4 შედეგიანი გადაცემა, 1,1 მოხსნა და 0,9 ჩაჭრა მოაგროვა, ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა სერხიო სკარიოლომ დიასი "ამ ჩემპიონატის კაცად" შეაფასა.
დიასი იყო გმირი, რომელიც თამაშობდა სასტიკ დაცვას, ასევე 40%-ით ისროდა სამქულიანებს.