Belive

ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის რეალმა ბარსელონა დაამარცხა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" 96:85 დაამარცხა.

პირველ ტაიმში "ბარსელონა" მცირე უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეორე ნახევარში მადრიდულმა კლუბმა მეტოქეზე უკეთ ითამაშა და ესპანეთის თასიც დაისაკუთრა.

მატჩში ყველაზე მეტი 19 ქულა "ბარსელონას" კალათბურთელმა ჯაბარი პარკერმა დააგროვა, "რეალ მადრიდის" რიგებიდან კი ფაკუნდო კამპაცოს 18 ქულა ჰქონდა.

ესპანეთის თასი ყველაზე მეტჯერ "რეალ მადრიდს" აქვს მოგებული, ეს მათთვის 29-ე ტიტულია, "ბარსელონას" ჩემპიონობა 27-ჯერ უზეიმია.

სხვა სტატიები