Belive

ესპანეთის კალათბურთის ფედერაცია ახალ წესს ტესტავს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის კალათბურთის ფედერაცია Liga ACB-ში ახალ წესს ტესტავს. საუბარია ბურთის მოედნიდან გადასვლის შემდეგ, მის კვლავ თამაშში დაბრუნებაზე.

დღემდე არსებული წესების თანახმად, ბურთის გადასვლის შემდეგ, მასზე კონტროლს არბიტრი ამყარებდა, რომელიც ბურთს მოსაწოდებლად კალათბურთელს აწვდიდა. ახალი წესის თანახმად, აუცილებელი აღარაა, რომ ბურთს თავდაპირველად არბიტრი შეეხოს და მოთამაშეს შესაძლებლობა აქვს ბურთი თამაშში შეიყვანოს.

აღნიშნული წესის გამოყენება Liga ACB-ს ეგიდით გამართულ მატჩებში, 38 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.