Belive

დონჩიჩის ფენომენალური მატჩი - სლოვენიელმა საფრანგეთს 47 ქულა ჩაუგდო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის დასკვნითი ტურის შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიის ნაკრებმა, საფრანგეთი 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88-82 დაამარცხა.

საოცარი მატჩი ჩაატარა, ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც 47 ქულას, 7 მოხსნას, 5 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. ევრობასკეტზე ერთ თამაშში მოგროვებული 47 ქულა ისტორიაში მეორე შედეგია (რეკორდი, 63 ქულა, ბელგიელ ედი ტერასს ეკუთვნის). ლუკამ 12-დან 9 ორქულიანი, 11-დან 6 სამქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო.

საფრანგეთს 19 ქულით, 8 მოხსნით, 1 ასისტითა და 1 დაფარებით რუდი გობერმა ულიდერა.

სლოვენიამ 4 მოგებითა და 1 წაგებით B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, სწორედ ეს გუნდი დაუპირისპირდება ჩვენი ჯგუფის მეოთხეადგილოსანს.

სხვა სტატიები