დენვერმა ოკლაჰომასთან გაათანაბრა და ყველაფერი მე-7 მატჩში გადაწყდება
6 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
როგორც მოსალოდნელი იყო, ,,დენვერ ნაგეთსსა” და ,,ოკლაჰომა სითი თანდერს” შორის სუპერ დაპირისპირება მივიღეთ.
სერიის მე-6 მატჩში ,,დენვერმა” მეტოქე საკუთარ დარბაზში 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 119:107 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფერენციის ფინალისტი მე-7 შეხვედრაში გამოვლინდება.
,,ნაგეთსს” 29 ქულით, 14 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა.
,,თანდერის” რიგებში 32 ქულით, 6 ასისტითა და 3 მოხსნით შეი გილჯეს-ალექსანდერი გამოირჩა.
გუნდებს შორის გადამწყვეტი, მე-7 მატჩი კვირას, 18 მაისს, ოკლაჰომაში გაიმართება.