Belive

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თსუ ბენფიკასთან 60 ქულით დამარცხდა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თურქეთში ,,თსუსა'' და ,,ბენფიკას'' შორის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა პორტუგალიური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 122:62 დასრულდა.

,,თსუს'' შემადგენლობაში 19 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით გიორგი ტურძილაძე გამოირჩა. 10 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა იყო ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე.

,,ბენფიკას'' 19 ქულით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 მოხსნით ტონი დუგლასმა ულიდერა.

ამ მარცხის შემდეგ, ,,თსუ'' ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლებს, სადაც ჯგუფში ფრანგულ „შოლესთან“, იტალიურ „ვარეზესთან“ და გერმანულ „გოტინგენთან'' ერთად იასპარეზებს. ტურნირი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

სხვა სტატიები