ბითაძის საუკეთესო მატჩი | გამოხმაურება სოც. ქსელებში
2 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
ბითაძის ყველა მომენტი | VIDEO
“პეისერსი” მეოთხე მეოთხედის წინ მეტოქეს 12 ქულით ჩამორჩებოდა. შეხვედრის მიწურულს, 22 წლის ცენტრმა ზედიზედ ორი უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო და 115:113-დან “ინდიანა” წინ ორი ქულით გაიყვანა. აღნიშნულთან დაკავშირებით გოგა ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა:
“ბითაძე ძალიან კარგი იყო მოედნის ორივე მხარეს, დომინირებდა ფარზე – მისი ასეთი თამაში ძალიან მახარებს. გოგა ამტკიცებს, რომ შანსს იმსახურებს”, – ამბობს “პეისერსის” მთავარი მწვრთნელი, რიკ კარლაილი.
როგორ შეაფასეს ბითაძე სოციალურ ქსელში
"ის ჯერ მხოლოდ 22 წლისაა - როდესაც პარკეტზეა, საკუთარ საქმეს მშვენივრად ასრულებს. მიდი გოგა!"
"შანსზე მეტად ნდობას იმსახურებს. დასამტკიცებელს თითქმის სულ ამტკიცებს. კარლაილ მეტი დრო მიეცი ბითაძეს"
"გოგამ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, იმიტომ რომ საკუთარი თავის რწმენა ეტყობოდა. გილოცავ"
"100%-იანი სიზუსტე, ზღაპრული შედეგია. ამ ბიჭს უფრო მეტი დრო სჭირდება"
24 მოგებითა და 47 მარცხით "ინდიანა პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. "ინდიანა პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, თბილისის დროით 23:30 საათზე, საკუთარ არენაზე, "პორტლენდის" წინააღმდეგ გამართვს.