Belive

ბითაძემ სასტარტოდან დაიწყო | ინდიანამ გოლდენ სტეიტი დაამარცხა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონისთვის განკუთვნილი მატჩების ნახევარი უკვე ჩატარდა და რამდენიმე ლიდერი გუნდიც გამოიკვეთა. 2021/22 წლების სეზონში NBA-ში ორი ქართველი წარმომადგენელი გვყავს – გოგა ბითაძე (ინდიანა) და სანდრო მამუკელაშვილი (მილუოკი). გოგა ბითაძის “ინდიანა” რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში, სტუმრად, "გოლდენ სტეიტს" დაუპირისპირდა, სადაც დრამატულ ბრძოლაში, ოვერტაიმში გაიმარჯვეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 117:121, "ინდიანას" სასარგებლოდ. ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე, პარკეტზე 31:21 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროშიც საკუთარ აქტივში 13 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკშოტი (გოგამ სტეფ კარის დააფარა | VIDEO), ჩაიწერა. შეხვედრის ბოლო მეოთხედში, გოგა ბითაძე გარი პეიტონთან უსიამოვნო ინციდენტის გამო პარკეტიდან გააძევეს.

“ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგებითა და 29 მარცხით, მე-13 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი, 23 იანვარს, თბილისის დროით 06:00 საათზე, კვლავ სტუმრად, ამჯერად უკვე “ფინიქსის” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები