Belive

ბითაძე: ,,ვცდილობ, ყველას ვაჩვენო, რომ ყოველთვის, ყველა თამაშში, 100%-ით ვიხარჯები''

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

,,ორლანდო მეჯიქის'' ცენტრმა, გოგა ბითაძემ, ,,ბრუკლინთან'' წაგებული მატჩის შემდეგ, მის გუნდსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

,,არა მხოლოდ კალათბურთელები, არამედ გუნდის სხვა წევრებიც გაშლილი ხელებით დამხვდნენ და ჩემთვის გარემოსთან შეგუება მარტივი გამოდგა. მოგეხსენებათ აქ სეზონის შუაში გადმოვედი.

გავდივარ და ვცდილობ ვაჩვენო ყველას, რომ ყოველთვის, ყველა თამაშში, 100 %-ით ვიხარჯები. სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ, სწორად ვთამაშობ. მაქსიმალურად ვცდილობ, თანაგუნდელების დახმარებას და ვფიქრობ, ამას ხალხი ხედავს. აქ სათამაშო დრო მეძლევა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მწვრთნელს. მე, უბრალოდ, ჩემი საქმე უნდა ვაკეთო.

მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, კიდევ ბევრ რამეზე მაქვს სამუშოა. შემიძლია, ჩემი ფიზიკური მომზადება გავიუმჯობესო. ჩემს სხეულზე უნდა ვიმუშავო, რომ უფრო ფეთქებადი ვიყო და ამას ყოველ წელს ვაკეთებ.

ამ ზაფხულს კიდევ უფრო მეტად დავიხარჯები. წელს, ასევე, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მიწევს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის პირველი შესაძლებლობაა, ასე რომ, ჩემთვის ძალიან დატვირთული ზაფხული იქნება. შემდეგ სეზონში სხვა შემართებით ჩამოვალ. სულ ვცდილობ, რომ უფრო და უფრო უკეთესი გავხდე და ჩემგან გუნდსაც იგივე უნდა,'' - განაცხადა გოგამ.

ბითაძე დღეს ,,ბრუკლინთან'' შეხვედრაში ძირითად ხუთეულში იყო და ორმაგი დუბლი გაიფორმა - ქართველმა ცენტრმა 12 ქულა, 15 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

,,ორლანდო მეჯიქი'' მომდევნო მატჩს ხვალ ,,მაიამი ჰიტთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები