Belive

ბითაძის პროდუქტიული თამაში - ორლანდომ ნიუ ორლეანსი დაამარცხა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესეზონზე ორლანდოსა და ნიუ ორლეანსის დაპირისპირება შედგა. უხვქულიანი მატჩი ორლანდოს გამარჯვებით, 132:125 დასრულდა.

ორლანდოს რიგებში გოგა ბითაძემ პროდუქტიული მატჩი ჩაატარა - ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 11:03 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 6 ქულისა და 5 მოხსნის დაგროვება შეძლო. გოგა ბითაძემ 3-დან სამი 2-ქულიანი ჩააგდო.

ორლანდომ პრესეზონი ნიუ ორლეანსთან მოპოვებული გამარჯვებით დაასრულა, რეგულარულ სეზონს კი 23 ოქტომბერს, მაიამი ჰიტთან დაპირისპირებით დაიწყებს.

სხვა სტატიები