ბითაძის ორმაგი დუბლი | ორლანდომ მაიამისთან ბოლო წამზე წააგო
,,ორლანდო მეჯიქი'' ,,მაიამი ჰიტთან'' დრამატულ შეხვედრაში 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:89 დამარცხდა.
მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე, გოგა ბითაძემ 2-ქულიანი ჩააგდო და ,,ორლანდო'' წინ 1 ქულით გაიყვანა, თუმცა ბოლო წამზე ,,მეჯიქს'' ასევე ზუსტი ორქულიანით ტაილერ ჰირომ ულიდერა და ,,მაიამის'' მოაგებინა.
გოგამ მიმდინარე სეზონში მე-11 ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველმა ცენტრმა არასრულ 33 წუთში 10 ქულა, 14 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ბითაძემ მატჩში 7-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
,,მეჯიქის'' რიგებში 29 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით ჯეილენ საგსი გამოირჩა. ,,მაიამის'' კი 20 ქულით, 3 მოხსნით, 2 ასისტითა და 1 ჩაჭრით ტაილერ ჰირომ ულიდერა.
,,ორლანდო'', რომელიც 19 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას ხვალ, ,,ნიუ იორკ ნიქსის'' წინააღმდეგ გამართავს.