Belive

ბითაძე ცოტას და ზუსტად ისვრის | მემფისმა ორლანდოს 1 ქულით მოუგო

9 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

"ორლანდო მეჯიქმა" "მემფის გრიზლის" უმასპინძლა და დაძაბულ შეხვვედრაში 1 ქულით, 104:105 დამარცხდა. გოგა ბითაძე ისევ არ იყო ძირითად ხუთეულში, ქართველმა 18 წუთი მიიღო, 10 წუთით ნაკლები, ვიდრე ვენდელ კარტერმა. ლიდერების დაბრუნების შემდეგ, გოგას შედეგიანობა დაეცა, რადგან გაცილებით ცოტას იღებს საკუთარ თავზე.

18 წუთში ბითაძემ 4 ქულა, 5 მოხსნა და 4 დაფარება დააგროვა. გოგამ მხოლოდ ორჯერ შეუტია მეტოქის კალათს და ორივე შემთხვევაში ზუსტად. ფრანც ვაგნერმა და ბანკერომ, მთლიანობაში, 40-ჯერ ისროლეს - გერმანელს 25 ქულა ჰქონდა, ბანკეროს კი - 21. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მემფისის ჟა მორანტი დასახელდა, მას 23 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა.

ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა (28 მოგება, 30 მარცხი). ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 თებერვალს ჩაატარებს და "ვაშინგტონ უიზარდს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები