"ბევრი მოთამაშე ტრავმირებული იყო, მაგრამ ნელ-ნელა ყველა უბრუნდება პარკეტს" - გოგა ბითაძე
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
"ორლანდო მეჯიქის" ქართველ ცენტრს გოგა ბითაძეს იანვარში ტრავმა აწუხებდა, რის გამოც 6 თამაში გამოტოვა, მაგრამ გუნდის ძირითად ხუთეულში დაბრუნდა და კვლავ შედეგიან მატჩებს ატარებს. ზოგადად ორლანდოურ გუნდს ტრავმიანობა აწუხებდა, ბევრი დაბრუნდა, მაგრამ კვლავ დარჩნენ კალათბურთელები, რომლებიც ჯერ გუნდს ვერ ეხმარებიან.
გოგამ მედიასთან სწორედ ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ ისაუბრა და გუნდის დაცვის მოძლიერებას გაუსვა ხაზი:
ცუდი პერიოდი გვქონდა, რადგან ბევრი მოთამაშე ტრავმირებული იყო, მაგრამ ზოგიერთი უკვე დაუბრუნდა პარკეტს, ზოგიც კი სრულად არ გამოჯანმრთელებულა. რთულია უცებ ისეთ სათამაშო ფორმას დაუბრუნდე როგორც ტრავმამდე, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ვფიქრობ ჯეილენ საგსის დაბრუნება ნამდვილად დაგვეხმარება, რადგან ის დაცვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. როდესაც ის პარკეტზეა, "ორლანდო მეჯიქი" საერთოდ სხვა გუნდია. სხვა რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ბიჭები უკეთესს დაცვით რიტმს უბრუნდებიან. - გოგა ბითაძე
Goga Bitadze on the #Magic’s duo of Anthony Black & Tristan da Silva being named Rising Stars:
— Mason Williams (@mvsonwilliams) February 10, 2025
“Yeah, I couldn’t care less. Honestly, I’m not going to watch it. No, I’m not even joking, I’m not going to watch it.”
Tristan da Silva, who was behind us the whole time: 🫶 pic.twitter.com/hZvzPZurG1