Belive

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგა - დიდი ბრძოლა მე-5 ტურის მატჩებში

1 წლის წინ კალათბურთი
3 წთ

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A-დივიზიონის მე-5 ტურის მატჩები 2 აპრილს გაიმართა.

მე-5 ტურის შეხვედრებმა გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა. შეიძლება ითქვას, რომ გუნდებმა ერთმანეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მატჩების უმრავლესობაში, გამარჯვებული მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოვლინდა. ერთადერთი გამონაკლისი, betlive კალათბურთის მოყვარულთა ლიგის სტაჟიანი ბინადრის "ლიბერთის" მატჩი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ "ლიბერთი" ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა და მიმდინარე სეზონშიც წარმატებულად ასპარეზობს.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგა A-დივიზიონი მე-5 ტური

რაჭა ლეჩხუმი 83:85 ზაზა ფაჩულიას აკადემია

სლ.უ 72:62 ბეთლაივი

ლიბერთი 101:66 თიბისი დაზღვევა

არწივები 54:58 მობურთალი



როგორც უკვე მოგახსენეთ, სამოყვარულო ლიგის სტაჟიანმა წევრმა "ლიბერთიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. "ლიბერთის" გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის კაპიტანმა ,მამუკა ჩხაიძემ შეიტანა , რომელმაც 34 ქულის დაგროვება შეძლო. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ვახტანგ მინაშვილს, რომელმაც 22 ქულასთან ერთად, 13 მოხსნაც დააგროვა.

მე-5 ტურის ყველაზე დრამატული და სანახაობრივი მატჩი "რაჭა ლეჩხუმსა" და "ზაზა ფაჩულიას" აკადემიას შორის შედგა. დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ მასპინძელი გუნდის მარცხით (83:85) დასრულდა.

ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი ჯებაშვილი გახდა, თუმცა, მის მიერ დაგროვებული 29 ქულა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

არანაკლებ საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა "სლ.უ-სა" და "ბეთლაივს" შორის, სადაც "ბეთლაივი" ბოლო პერიოდამდე იგებდა, თუმცა, მე-4 პერიოდში მატჩის სადავეები "სლ.უ"-მ იგდო ხელთ და საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

გამარჯვებული გუნდის რიგებში, 18 ქულით რატი ჯანაშიამ შეძლო თავის გამოჩენა. "ბეთლაივის" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი ბაქარ კვიტაიშვილი გახდა, რომელმაც ასევე 18 ქულა დააგროვა.

"არწივებსა" და "თიბისი დაზღვევას" შორის გამართულ მატჩში გამარჯვებული ასევე ბოლო პერიოდში გამოვლინდა. შეხვედრა "არწივების" ლიდერობით მიმდინარეობდა, მაგრამ "თიბისიმ" მე-4 პერიოდში გარდატეხის შეტანა და მატჩის სასურველი შედეგით დასრულება შეძლო.

განვლილი 5 ტურის შემდეგ, A-დივიზიონს "ლიბერთი" ლიდერობს, რომელმაც 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილს ასევე 4 გამარჯვებით "ბრუკლინ აკადემი" იკავებს.



betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის A-დივიზიონის მე-6 ტური

9 აპრილი - "სლ.უ" Vs. "მობურთალი"

9 აპრილი - "რაჭა-ლეჩხუმი" Vs. "თიბისი დაზღვევა"

9 აპრილი - "ბრუკლინ აკადემი" Vs. "ბეთლაივი"

9 აპრილი - "ლიბერთი" Vs. "არწივები"