ბექა ბურჯანაძის ლეიმა კორუნას ზედიზედ მე-10 გამარჯვება
ესპანეთის მე-2 ლიგა LEB ORO-ში ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნამ" 21-ე ტურის მატჩში "რეალ ბეტისი" 92:78 დაამარცხა და ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრაში 16:49 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 20 ქულა იუნიო ბარუეტას ჰქონდა.
ბექა ბურჯანაძის გუნდი ესპანეთის მე-2 ლიგაში 38 ქულით (17 მოგება და 4 მარცხი) პირველ ადგილზეა, ანალოგიური შედეგი აქვს მეორე ადგილოსან კონკურენტ "ესტუდიანტესს".
შემდეგ ტურში "ლეიმა კორუნა" "კლავიხოს" დაუპირისპირდება, მატჩი 3 მარტს გაიმართება.
⏰ J21 | Final
— Leyma Basquet Coruña 🍊 (@basquetcoruna) February 18, 2024
📝 ¡¡DÉCIMA VICTORIA CONSECUTIVA!! ¡RÉCORD HISTÓRICO DEL CLUB! ¡¡¡¡ENHORABUENA EQUIPO Y GRACIAS, GRACIAS, GRACIAS #FAMILIANARANJA!!!!
🏀 92-78
⛹🏻 vs @realbetisbasket
📍 #OFornodeRiazor
🖥️ @LaLigaPlus
📲 #HagamosHistoria 🧡 pic.twitter.com/x5POVm2XUy