Belive

ატამანი: ,,თბილისში ძალიან ცუდი ატმოსფეროა''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერგინ ატამანმა, თბილისში მიმდინარე ევრობასკეტის შესახებ უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა:

,,ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს და ამისთვის შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. მინდა, რომ ჩემი გუნდის კარგი თამაში ვნახო. შეტევაშიც და დაცვაშიც მეტი მოქნილობა გვჭირდება, შესაძლოა, პირველ მატჩში გავლენა მღელვარებამ იქონია. შეიძლება, კონცენტრაციის ნაკლებობაც იყო, რადგან აქ ატმოსფერო ძალიან ცუდია. საქართველოს მატჩის გარდა მაყურებლები თამაშებს არ ესწრებიან. თუმცა, ჩვენ მაინც მოგებით დავიწყეთ,'' - ატამანის სიტყვებს Eurohoops-ი ციტირებს.

ატამანმა პირველივე დღესაც განაცხადა, რომ მაყურებლის მცირე რაოდენობით უკმაყოფილო იყო.

ევრობასკეტის A ჯგუფის პირველ ტურში თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგროს 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 72:68 მოუგო.

ატამანის გუნდი მომავალ შეხვედრას დღეს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები