ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ბოსტონი" "მილუოკის" დაუპირისპირდა. ბოსტონში, "ტიდი გარდენზე" გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 89:101 დასრულდა.
"ბოსტონის" დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი იანის ანტეტოკუნმპომ შეიტანა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 37:47 წუთში, 24 ქულის, 13 მოხსნისა და 12 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში შესრულებული სამმაგი დუბლის პარალელურად, იანისმა გულშემატკივარი გასაოცარი ქმედებითაც აღაფრთოვანა.
"მილუოკის" ლიდერმა საკუთარ თავს ბრწყინვალე "ალეოპი" აუგდო, რომელიც ჩატენვით დააგვირგვინა.