ანტეტოკუნმპოს ისტორიული მატჩი და მილუოკის მოგება ფილადელფიასთან
,,მილუოკი ბაქსის'' სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკუნმპომ ,,ფილადელფია სიქსერთან'' მოგებულ შეხვედრაში (126:113) საოცრად ითამაშა.
ბერძენი ფორვარდი გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც მატჩში 35 ქულა, 15+ მოხსნა და 20 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. იანისის ანგარიშზე ,,სიქსერთან'' დაპირისპირებაში 35 ქულა, 17 მოხსნა, 20 პასი (ყველაზე მეტი კარიერაში) და 2 ჩაჭრა იყო. ანტეტოკუნმპომ 18-დან 11 ორქულიანის, 1-დან 1 სამქულიანისა და 11-დან 10 საჯარიმოს ჩაგდება შეძლო.
,,ფილადელფიას'' რიგებში 28 ქულით, 6 მოხსნით, 3 დაფარებითა და 2 შედეგიანი გადაცემით ადემ ბონა გამოირჩა.
,,მილუოკი ბაქსი'', რომელიც 42 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს კვირას, 6 აპრილს, ,,მაიამი ჰიტის'' წინააღმდეგ გამართავს.
NBA-ის ისტორიაში ახლა უკვე 9 კალათბურთელია, რომელსაც მატჩში 30+ქულა, 15+ მოხსნა და 15+ შედეგიანი გადაცემა აქვს მოგროვებული - ოსკარ რობერტსონი, უილტ ჩემბერლენი, მეჯიქ ჯონსონი, ლარი ბერდი, ჯეიმს ჰარდენი, ნიკოლა იოკიჩი, ლუკა დონჩიჩი, რასელ უესტბრუკი, იანის ანტეტოკუნმპო.
🏀 THURSDAY'S FINAL SCORES 🏀
— NBA (@NBA) April 4, 2025
Giannis Antetokounmpo drops the first 35-PT, 15+ REB, 20-AST game in NBA history in the @Bucks win!
Brook Lopez: 17 PTS, 3 BLK
Kyle Kuzma: 16 PTS, 3 BLK
Adem Bona: 28 PTS (career high), 13-15 FGM, 3 BLK https://t.co/wn6OgA57h3 pic.twitter.com/LhVFBIV4ke