Belive

"ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია" - სან ანტონიომ ვემბანიამა აირჩია

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

23 ივნისს, ნიუ იორკში, "ბარკლაის-ცენტრში" ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023 წლის დრაფტი ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო დრაფტმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა და ახლა უკვე ოფიციალურად - "სან ანტონიომ" ვიქტორ ვემბანიამა აიყვანა.

საუკუნის ტალანტად წოდებული 19-წლის ვიქტორ ვემბანიამა დრაფტის პირველი ნომერი გახლდათ და წარმოუდგენელი იყო, რომ "სპურსი" ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებდა. აღსანიშნავია, რომ ვემბი ისტორიაში მეექვსე მოთამაშეა, რომელსაც NCAA-ში თამაშის გამოცდილება არ აქვს და NBA-ს დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. 

"ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნება, რომელიც მქონია. უმაგრესი საღამოა ჩემს ცხოვრებასი, რომელზეც დიდხანს ვოცნებობდი - ეს ახდენილი ოცნებაა", - ვიქტორ ვემბანიამა.

2023 წლის დრაფტის მეორე ნომერი ბრენდონ მილერი იყო, რომელიც "ნიუ ორლეანსს" ერგო, ხოლო მესამე ნომერი სკოტ ჰენდერსონი "პორტლენდმა" აიყვანა.

სხვა სტატიები