Belive

ალექს აბრინესმა კარიერა დაასრულა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანელმა კალათბურთელმა ალექს აბრინესმა კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა. ბარსელონას ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, კატალონიურ კლუბში მან 10 სეზონი გაატარა, პირველად 2012-დან 2016-მდე, ხოლო მეორედ 2019-დან 2025 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ესპანელმა 15 ტიტული მოიგო.

ალექს აბრინესს ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებდა, მაგრამ კლუბსა და კალათბურთელს შორის შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

დადგა დრო, დაგემშვიდობოთ. ძალიან ინტენსიური პროფესიული ცხოვრება მქონდა და ძალიან სწრაფად გავიარე სხვადასხვა ეტაპი. ახლა კი დროა ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა, ავირჩიო ჩემი გზა, ეს გზა ნიშნავს მეტი დროის გატარებას ჩემს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან. კალათბურთმა განსაკუთრებით ბარსამ, ყველაფერი მომცა.

პროფესიულ კალათბურთში მრავალი წელი ვითამაშე, ამის შემდეგ კი უკვე გადავწყვიტე, რომ კარიერა დამესრულებინა. ეს ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც დიდი ხანი ვფიქრობდი.

კალათბურთმა ბევრი რამ მომცა - დაუვიწყარი მოგონებები, მეგობრობა, რომელიც ოჯახად იქცა, ტიტულების მოგებები, რთული მარცხები და ღირებული გაკვეთილები და რაც მთავარია, თქვენი ურყევი სიყვარული და მხარდაჭერა. - ალექს აბრინესი

ალექს აბრინესმა კარიერა 2010 წელს ესპანურ რინკონში დაიწყო, სადაც 1 წელი გაჩერდა, 2011/12 წლებში უნიკახაში ითამაშა, ბარსელონაში ჯერ 2012-დან 2016 წლამდე ასპარეზობდა, შემდეგ კი NBA-ს, კონკრეტულად ოკლაჰომა სითი თანდერს მიაშურა, სადაც 3 წელი თამაშობდა (2016-დან 2019-მდე). ხოლო შემდეგ ისევ ბარსელონაში დაბრუნდა და იქ 6 წელი გაატარა (2019-დან 2025 წლამდე).

სხვა სტატიები