Belive

3.5 მილიარდიანი გარიგება - დალასს ახალი მფლობელი ეყოლება

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

2000 წელს, მარკ კუბანმა საკალათბურთო ფრენჩაიზი "დალას მავერიქსი" 285 მილიონ დოლარად შეიძინა და ახლა საკონტროლო პაკეტს 3.5 მილიარდ დოლარად ყიდის.

NBA-ის ავტორიტეტული მიმომხილველი - მარკ შტეინი და The Athletic-ის სპორტული ჟურნალისტი - შემს კანარია აღნიშნავენ, რომ მარკ კუბანსა და მირიამ ანდერსონს შორის შეთანხმება მიღწეულია და გარიგება უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.

წყაროს მტკიცებით, კუბანი "დალასის" საკონტროლო პაკეტს 3.5 მილიარდ დოლარად გაყიდის, თუმცა ფრენჩაიზის მმართველის პოსტზე დარჩება. Forbes-ის უკანასკნელი განახლების თანახმად, "დალასი" 4.5 მილიარდადაა შეფასებული და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ფრენჩაიზია. პირველობას არავის უთმობს "გოლდენ სტეიტი", რომელიც 7.7 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.

გასულ წელს მარკ კუბანმა განაცხადა, რომ სურს "დალასს" უახლოეს მომავალში ახალი საშინაო არენა აუშენოს, რომელიც "დასასვენებელი კურორტისა და კაზინოს ცენტრში იქნება". კუბანი იმედოვნებდა, რომ ამ წამოწყებაში მთავარ პარტნიორად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაზინო "Las Vegas Sands"-ი ეყოლებოდა და როგორც ჩანს, საწადელს მიაღწია. Las Vegas Sands-ის მფლობელი მირიამ ანდერსონია, რომელიც "დალასის" აქციათა საკონტროლო პაკეტს ყიდულობს.

სხვა სტატიები