Belive

27 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჰყავს

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

27 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჰყავს. ქალ კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა FIBA-სგან პირველ ოფიციალურ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მიიღო.

ნაკრები პირველი დიდი ტურნირისთვის მზადებას თვეზე მეტია შეუდგა, დღეს ბოლო ვარჯიში თბილისში ჩაატარეს და ღამე კოსოვოში ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაფრინდებიან.

ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პატარა ქვეყნებს შორის ითამაშებს, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს. ჩვენს ჯგუფში კვიპროსი, მალტა და კოსოვო არიან და ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის.

სხვა სტატიები