Belive

25-ქულიანი ქამბექი - კლიპერსმა იუტას მოუგო და კონფერენციის ფინალში გავიდა (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფლეიოფის ნახევარფინალური სერიის მე-6 შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსმა”  შინ ,,იუტა ჯაზი'' 131:119 დაამარცხა და სერია დახურა (4:2). შედეგად ლოს ანჯელესური გუნდი კონფერენციის ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს. ,,კლიპერსი'' მეორე ტაიმის სტარტზე 25-ქულიანი სხვაობით აგებდა, თუმცა გარდამტეხი სწორედ მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 19 ქულით მოიგეს, ბოლო მეოთხედში კი მეტოქე 15-ქულით დაამარცხეს. ტაირონ ლუს გუნდს ტერენს მენმა ულიდერა, რომელმაც 36 წუთში 39 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 ასისტი მოაგროვა. 28 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა იყო პოლ ჯორჯის ანგარიშზე. ,,იუტას'' შემადგენლობაში 39 ქულით, 9 მოხსნით, 9 პასითა და 1 ჩაჭრით დონოვან მიტჩელი გამოირჩა. დასავლეთ კონფერენციის ფინალში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსის'' მეტოქე ,,ფინიქს სანსი'' იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ,,დენვერ ნაგეთსს'' ოთხივე შეხვედრა მოუგო. ფინალური სერიის პირველი მატჩი კვირას, 20 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები