Belive

ბრუკლინმა მილუოკის მოუგო და სერიაში ანგარიში გახსნა (ვიდეო)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ,,ბრუკლინ ნეთსმა'' ,,მილუოკი ბაქსს'' უმასპინძლა და 8 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115-107 დაამარცხა. შედეგად, სტივ ნეშის გუნდი სერიაში 1:0 დაწინაურდა. ,,ბრუკლინს'' 29 ქულით, 10 მოხსნით, 3 ასისტით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით კევინ დურანტმა ულიდერა. 25 ქულას, 8 შედეგიან გადაცემას, 5 მოხსნას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი კაირი ირვინგმა. ,,მილუოკის'' შემადგენლობაში იანის ანტეტოკუმპო გამოირჩა, რომელმაც 35 წუთში 34 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ორმაგი დუბლი გაიფორმა კრის მიდტლტონმა - 13 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი. გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა სამშაბათს, 8 ივნისს, კვლავ ბრუკლინში გაიმართება.

სხვა სტატიები