დავით ნინიაშვილის ლიონი ჩელენჯ ქაფის 1/4-ფინალში გავიდა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
ჩელენჯ ქაფის მერვედფინალში დავით ნინიაშვილის ,,ლიონმა'' ,,სტად ფრანსეს'' სტუმრად 41:24 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.
სამწუხაროდ, ქართველმა მორაგბემ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, 50-ე წუთზე მოედანი კოჭის ტრავმის გამო დატოვა.
,,ლიონის'' მეტოქე მეოთხედფინალში ,,ტულონი'' იქნება, რომელმაც ,,სენტრალ ჩიტასთან'' 36:21 იმარჯვა.
ნინიაშვილის გუნდი ჩელენჯ ქაფის მოქმედი გამარჯვებულია - ,,ლიონმა'' შარშან ფინალში სწორედ ,,ტულონი'' დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.