ოფიციალურად: ლიონმა ირაკლი აფციაური წარადგინა
11 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "გრენობლის" ბურჯი - ირაკლი აფციაური, კარიერას "ლიონში" გააგრძელებს. ტოპ 14-ის ბინადარმა კლუბმა, 20 წლის ქართველი ბურჯი ორიგინალური ვიდეორგოლით წარადგინა, რომელიც "ლიონის" ოფიციალურ facebook გვერდზე განთავსდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფციაურმა "ლიონთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, ირაკლი აფციაური "გრენობლის" ღირსებას 2021-24 წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში, 27 მატჩში 3 ლელოს გატანა შეძლო.