6 ერის ბილეთები რეკორდულ დროში გაიყიდა - იტალიის მატჩებზე სრული ანშლაგი იქნება
2026 წლის 6 ერის გათამაშება სტარტს 5 თებერვალს აიღებს და 14 მარტს დასრულდება.
იტალიელები საკუთარ კედლებში სულ 2 მატჩს ჩაატარებენ - 7 თებერვალს ისინი შოტლანდიას უმასპინძლებენ, 7 მარტს კი საკუთარ კედლებში ინგლისს მიიღებენ.
იტალიელებმა უკვე დაიწყეს 6 ერის ბილეთების გაყიდვა - მათი სათამაშო კლასის პროგრესის ხარჯზე, გულშემატკივრებში დიდი მოთხოვნილებაა და პირველი 2 მატჩისთვის უკვე 100 000-ზე მეტი ბილეთი დაახლოებით 2 საათში გაიყიდა, რის გამოც მათ ბილეთების გაყიდვა დროებით შეაჩერეს და 40 000 ბილეთს იანვრის შუა რიცხვებში გაყიდიან.
🇮🇹📈 A huge sign of progress for Italian rugby
— Fratelli d'Rugby 🇮🇹🏉 Italian Rugby Podcast (@ItalianRugbyPod) December 16, 2025
Italy vs England in the Six Nations 2026 is almost sold out already, months in advance!
Packed stadiums, rising belief, and growing interest show just how far the Azzurri game has come.
This is momentum! 💙🏉
🎟️ Last remaining…
იტალიელები ორივე მატჩს ტრადიციულად 'სტადიო ოლიმპიკოზე' ითამაშებენ, სადაც 70 000 ადამიანი ეტევა - ინგლისთან მატჩის ბილეთები უკვე სრულად გაყიდულია, შოტლანდიასთან თამაშისთვის კი 30 000 ბილეთია გაყიდული, მეორე ნაწილის, ანუ 40 000 ბილეთის გაყიდვა კი იანვრის შუა რიცხვებიდან გახდება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, იტალიის მორაგბეთა ნაკრების პროგრესი ნამდვილად თვალშისაცემია - ჩვენ კი მათ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დავუპირისპირდებით.
იტალიის ნაკრებმა 6 ერის წინა გათამაშებაში (2025 წელს) მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა. მათ შინ უელსის ნაკრები დაამარცხეს. 2024 წლის ექვს ერზე კი ბრწყინვალედ იასპარეზეს, სადაც უელსის ნაკრებთან ერთად შოტლანდიას მოუგეს, ხოლო საფრანგეთთან სტუმრად ფრედ ითამაშეს.
2026 წლის 6 ერის გათამაშებას იტალიელები შოტლანდიასთან მატჩით დაიწყებენ.