Belive

ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის ტურნირის სამ მატჩს განსჯის

12 საათის წინ რაგბი
1 წთ

ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის ტურნირის სამ მატჩს განსჯის. 31 წლის მსაჯი 14 თებერვალს შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრაში მთავარი არბიტრი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება ედინბურგში გაიმართება.

6 მარტს ნიკა ამაშუკელი ირლანდია უელსის შეხვედრაში მსაჯის ასისტენტად დუბლინში იმუშავებს, ასევე 14 მარტს ქართველი არბიტრი საფრანგეთის და ინგლისის დაპირისპირებაზეც დამხმარე მსაჯად იმუშავებს, ეს შეხვედრა კი პარიზში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელისთვის 6 ერზე ეს მე-5 სეზონი იქნება.

სხვა სტატიები