Belive

ტენერიფემ ბრეოგანი დაამარცხა | გიორგი შერმადინმა კარგი მატჩი ჩაატარა

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში "ტენერიფემ" "ბრეოგანი" 96:83 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა 16:27 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 16 ქულა დევიდ კრამერს ჰქონდა, 15 ქულა სამმა კალათბურთელმა დააგროვა, ესენია: ედინ ატიჩი, ფრან გერა და დარუნ ჰილარდი.

"ტენერიფე" ACB ლიგის ცხრილში 28 ქულით მე-4 პოზიციაზეა (14 მოგება, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "მანრესას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 5 თებერვალს, 23:45 საათზე გაიმართება.