Belive

ტენერიფე ესპანეთის თასის გათამაშებას 1/2-ფინალიდან გამოეთიშა

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო თასის 1/2-ფინალში "ტენერიფე" "უნიკახასთან" 90:83 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 20:32 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა (6-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო), 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში 21 ქულით საუკეთესო იყო იანკუბა სიმა, 18 ქულა ჩააგდო მარსელინიო უერტასმა.

"ტენერიფე" მომდევნო შეხვედრას ACB ლიგის ეგიდით 1 მარტს, 23:45 საათზე ჩაატარებს, სადაც "ხოვენტუტ ბადალონას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები