Belive

სტივ კინი ქუთაისის ტორპედოს სპორტული დირექტორი გახდება

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქუთაისის "ტორპედოს" ახალი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. რამდენიმე კანდიდატთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და გუნდი ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს.

სტივ კინი, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" 2023 წლის 19 მაისის შემდეგ წვრთნიდა, მენეჯმენტში დასაქმდება და სპორტული დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.

შოტლანდიელ სპეციალისტთან ერთად ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი მოიგო და ეროვნულ ლიგაში ჯერ ბრინჯაოს, შემდეგ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

უდიდესი ალბათობით, გუნდის მთავარი მწვრთნელი, გერმანელი დირკ შუსტერი გახდება.

სხვა სტატიები