9-თვიანი დისკვალიფიკაცია: პაულო ფონსეკა დასაჯეს
"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ 2025 წლის 2 მარტს ლიგა 1-ის 24-ე ტურში "ბრესტთან" მატჩის შემდეგ, დისკვალიფიკაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
პორტუგალიელ სპეციალისტს მწვავე კონფლიქტი მოუვიდა მსაჯ ბენუა მილოსთან: არბიტრმა თქვა, რომ "ლიონის" მწვრთნელმა მისთვის თავის ჩარტყმა სცადა.
ფონსეკას 2025 წლის 30 ნოემბრამდე სათადარიგოთა სკამზე, ოფიციალური პირების და მსაჯების გასახდელში ან სტადიონის ნებისმიერ ოფიციალურ პოზიციაზე მისვლა ეკრძალება. ამავე დროს, მას არ ექნება წვდომა საკუთარი გუნდის გასახდელებზე, მოედანზე, გვირაბსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.
გიორგი მიქაუტაძის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის მიწურულს "ბრესტის" სასარგებლოდ პენალტის გადახედვა გააპროტესტა და მთავარ არბიტრს უყვირა.