სარაევოს მწვრთნელი: "გორდეზიანი მალე ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს"
ბოსნიური "სარაევოს" მთავარი მწვრთნელი, ზორან ზეკიჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თავისი გუნდის ცენტრალური ფორვარდის, ვასილიოს გორდეზიანის შესახებ საუბრობს.
"ვინც აქ მოდის, ყველა ელის, რომ საწყისი წამიდანვე ძირითად შემადგენლობაში იქნება. ზოგიერთმა მოთამაშემ ფორმა და პოზიციები გაიუმჯობესა, ზოგს კი უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება. პასკალევი და გორდეზიანი მალე სასტარტოში იქნებიან და იმედია გაამართლებენ", - ამბობს ხორვატი სპეციალისტი.
ვასილიოს გორდეზიანი, რომელიც თესალონიკშია დაბადებული და გაზრდილი, კარიერას "პაოკის" აკადემიაში იწყებს, საიდანაც "დინამო თბილისში" მოხვდა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში 2024 წლის მარტის შემდეგ 26 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში 11 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. ახალ გუნდში იგი ნახევარწლიანი იჯარით გადაბარგდა.
"სარაევოს" ლიდერი ამ სეზონში კიდევ ერთი ქართველი, გიორგი გულიაშვილია, რომელმაც ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 12 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც საუკეთესო ბომბარდირია, მისი გუნდი კი სამეულში იმყოფება. ასევე, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 მატჩში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კიდევ 1 გოლის გატანა შეძლო, ქვეყნის თასზე კი 3 მატჩში 3 გოლი შეაგდო.